ონლაინ პლატფორმა PICKUP.ge –

წესები და პირობები

4 მარტი, 2021 წელი

  1. შესავალი

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს - „ფიქ აფ“ (შემდგომში „კომპანია“ „ჩვენ“ ან pickup.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ შპს „ფიქ აფ“ ვებ-გვერდისა და მასთან დაკავშირებული მობილური აპლიკაციის გამოყენების პირობებს. შპს „ფიქ აფ“ ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის ფიქ აფ-ის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან ერთად, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც შპს „ფიქ აფ“-ის პლატფორმა.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდეციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. 

შპს „ფიქ აფ“-ი ხელმისაწვდომს ხდის თავისი მომხმარებლებისთვის (შემდგომში „მომხმარებელი ან „მომხმარებლები“) თავის ვებ-გვერდსა და მობილურ აპლიკაციას (შემდგომში, ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „პლატფრომა“). 

ვინაიდან მომხმარებელს სურს, რომ შპს „ფიქ აფ“ -ის მიერ ოპერირებად პლატფრომაზე გაიაროს ავტორიზაცია.

გთხოვთ, აპლიკაციის ან ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს pickup.ge-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია სარგებლობამდე გაეცნოს მის პირად პროფილში არსებულ წესებსა და პირობებს. შპს „ფიქ აფ“-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე პლატფორმის გამოყენების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატების თანხმობის გარეშე.

ზემოთხსენებული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მომხმარებელს მისდის შეტყობინება ცვლილებების თაობაზე. განახლებული ცვლილებები თავსდება ვებ-გვერდსა და მომხმარებლის პირად პროფილზე მობილურ აპლიკაციაში. კომპანიის მომსახურებით შემდგომი სარგებლობისთვის თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით განახლებულ პირობებს და ადასტურებთ მასზე თანხმობას. 

შპს „ფიქ აფ“- ის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით შპს „ფიქ აფ“-ის პერსონალური მონაცემების შემუშავებისა და დაცვის პოლიტიკას. 

 

  1. ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

2.1 ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად პროფილზე/ანგარიშზე წვდომას და მოიცავს  წინამდებარე წესების და პირობების მე-5 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

2.2 პროფილი/ანგარიში - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან (www.pickup.ge), App Store-დან Google Play-დან აპლიკაციის ჩამოტვირთვას და ავტორიზაციის გავლის შემდგომ რეგისტრირებულ პროფილს; 

2.3 აპლიკაცია - App Store-დან Google Play-დან ჩამოტვირთულ აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც ხდება კომპანიის სერვისების შეკვეთა და მიღება; 

2.4 გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის,  ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან, მომსახურებასთან და პროდუქტთან დაკავშირებულს, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში ან ვებ-გვერდის/აპლიკაციის მეშვეობით; 

2.5 მომხმარებელი/მომხმარებლები - ნიშნავს ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს ან არარეგისტრირებულ პირს, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით/აპლიკაციით. 

2.6 pickup.ge/ჩვენ/კომპანია - ნიშნავს შპს „ფიქ აფ“- ს რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 404595014, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ლუარსაბ ბოცვაძის ქუჩა N2. 

2.7 მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებელს/მომხმარებლებს; 

2.8 პლატფორმა - შპს „ფიქ აფ“- ის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შპს „ფიქ აფ“-ის ვებ-გვერდს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს.

2.9 ოპერაცია - მომხმარებლის მიერ მომსახურებებთან დაკავშირებით  განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

2.10 უნივერსალური იდენტიფიკატორები - pickup.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს pickup.ge-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;

2.11 წვდომის კოდ(ებ)ი- კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები, პრომო კოდები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც pickup.ge-მ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;

2.12  შეთანხმება - მომხმარებლებსა და pickup.ge-ს შორის არსებული შეთანხმება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

 

  1. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

3.1 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ. 

3.2 მომხმარებელი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი 18 ან მეტი წლის და ამავდროულად არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი.

3.3 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ დაეთანხმოს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

3.4 გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

3.5 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

3.6 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

3.7 თანახმაა, პირადი პროფილის/ანგარიშის გახსნის შემდგომ, შეთანხმების გაუქმებამდე, pickup.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.

მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ: 

3.8 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;

 

  1. მომხმარებლის რეგისტრაცია

4.1  კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი გადის ავტორიზაციას უთითებს სახელს, გვარს, მობილური ტელ. ნომერს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა კომპანიისა.

4.2  მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.

4.3 თუ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვა pickup.ge-ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს ელ.ფოსტაზე : info@pickup.ge

 

  1. 5. მომხმარებლის მიერ სასურველი მომსახურება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პოლიტიკა (ნივთის გატანის) და ანგარიშსწორების პირობები

5.1 მომხმარებელი ონლაინ პლატფორმაზე შემოსვლის დროს ირჩევს შემდეგ მომსახურებებს:

  • დილის გატანა
  • საღამოს გატანა
  • 15 დღიანი გატანის პაკეტი

5.2 მომხარებლის მიერ, კურიერის გამოძახების შემდეგ,მომსახურების ტარიფები და ვადები, იხილეთ - ცხრილში 5.3

5.3

მომსახურება

მომსახურების დრო. დღის განმავლობაში

მომსახურებ დრო ღამის  განმავლობაში

ტარიფი

ერთჯერადი გატანა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინოვაციური გატანის სტანდარტული სერვისი

09:00-11:00

21:00:23:00

1.85 GEL

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინოვაციური გატანის სერვისი. 15 დღიანი გატანის პაკეტი

09:00-11:00

21:00:23:00

12.60 GEL

       

 

  1. 6. შეთანხმების/ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტა

6.1 წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ხელშეკრულება ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.

 

  1. 7. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები

7.1 კომპანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას უზრუნველყოფს კომპანიის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და რომელზეც მომხმარებელი კომპანიის მომსახურებ(ებ)ით სარგებლობის მიზნით, სავალდებულო წესით განაცხადებს თანხმობას.

7.2 კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.

 

  1. 8. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა

8.1 წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, ცვლილებების განხორციელების შემდეგ მომხმარებელს მისდის შეტყობინება ცვლილებების თაობაზე. განახლებული ცვლილებები თავსდება ვებ-გვერდსა და მომხმარებლის პირად პროფილზე მობილურ აპლიკაციაში. კომპანიის მომსახურებით შემდგომი სარგებლობისას მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო განახლებულ პირობებს და ადასტურებთ მასზე თანხმობას. 

 

  1. 9. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

9.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

9.2 მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;

9.3  ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.

 

  1. 10. თანხის დაბრუნების პოლიტიკა

11.1 იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ განახორციელებს მომხმარებლის მიერ არჩეულ მომსახურებას დათქმულ დროსა და ვადებში ,კომპანია იღებს ვალდებულებას დაუბრუნოს მომსახურების საფასური მომხმარებელს არაუგვიანეს 78 საათისა. თანხსის დაბრუნება მოხდება, მომხარებლის მიერ მითთებულ ანგარიშის ნომერზე.

11.2 თანხის დაბრუნების ფუნქციის სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ მომხარებელი რეგისტრირებული იყოს pickup.ge-ს ონლაინ პლატფრომაზე.

 

  1. შპსფიქ აფ“-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

12.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.

12.2 ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმებ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.

12.3  თქვენ ადასტურებთ, რომ pickup.ge არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.

 

  1. 13. მომსახურება. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისი.

13.1 აპლიკაციის მომხმარებელი აკეთებს შეკვეთას მისამართისა და  ნარჩენების პაკეტების რაოდენობის მითითებით. მომხმარებელი მომსახურების შესაბამისად სასურველ დროს  მოათავსებს პაკეტს შესაბამისი დროის მონაკვეთში საცხოვრებელ კართან და ჩვენი კურიერები მოახდენენ მის მაგივრად ნარჩენის გატანას და ბუნკერში მოთავსებას. ბუნკერში მოთავსების შემდგომ მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი მათი შეკვეთა გატანილია. ასევე კურიერები ადგილზე ტოვებენ ახალ ბრენდირებულ თოკიან პაკეტებს (35 ლიტრი მოცულობა 55*65 სმ) მომდევნო შეკვეთებისთვის.

13.2 მომხმარებელი ვალდებულია

  • არ მოათავსოს ბასრი და მჭრელი საგნები ჩვენს პაკეტში შესაბამისი შეფუთვის გარეშე, რათა არ მოხდეს პაკეტის პირდაპირი დაზიანება.
  • არ გადაავსოს და დაამძიმოს პაკეტი, რათა თავიდან ავიცილოთ პაკეტის დაზიანება/გახევა.
  • არ მოათავსოს პაკეტში სამშენებლო, ფეთქებადი და სხვა სახის აკრძალული ნარჩენები.
  • მოათავსოს პაკეტში მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
  • განათავსოს პაკეტი საცხოვრებელი ბინის კართან გასატანად მომსახურების შესაბამისად (დილით 8-9 საათამდე; საღამოს 8-9 საათამდე).
  • განათავსოს ნარჩენები მხოლოდ ჩვენი კომპანიის ბრენდირებულ პაკეტებში.
  • არ განათავსოს პაკეტში სითხე შესაბამისი შეფუთვის გარეშე, რათა თავიდან ავირიდოთ პაკეტიდან სითხის გაჟონვა.
  • მომხმარებელს, რომელიც პირველად უკვეთავს აქვს შესაძლებლობა განათავსოს პირველი შეკვეთის საკუთარი პაკეტი რომლის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 50*60სმ. ყოველი მომდევნო გატანისთვის კურიერი ტოვებს ჩვენს ბრენდირებულ პარკს.

 

  1. დამატებითი პირობები

14.1 შპს-„ფიქაფ“ იტოვებს უფლებას, მომხმარებლის მისამართის იდენტიფიცირებისთვის კარის მიმდებარედ მიაკრას მცირე ზომის 4 სმ დიამეტრის სტიკერი, რომელშიც მითითებული იქნება მომხმარებლის დაზუსტებული მისამართი.

14.2   შპს-„ფიქაფ“ იტოვებს უფლებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პაკეტის არ დატოვების შემთხვევაში გადაუღოს ფოტოსურათი (მცირე ზომის, საცხოვრებელი კარის ქვედა ნაწილს) და გადააგზავნოს საფორთთან შპს-„ფიქაფ“-ის მიერ შეკვეთის შესრულება და კურიერის მისამართზე მისვლა.